რიკოთის უღელტეხილზე მეწყერი ჩამოწვა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მეწყერმა გზის სავალი ნაწილის ნაწილობრივ შევსება გამოიწვია და მოძრაობა შეიზღუდა.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება და დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.