გია ცაგარეიშვილი: არ მგონია, მუშტის მოღერება, მუდმივი მუქარა დესტაბილიზაციაზე, არეულობაზე, ხელს უწყობდეს პოლარიზაციის შემცირებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, პოლარიზაციის შემცირებას ხელს დიალოგი უწყობს.

“ამ რეკომენდაციების პირველი პუნქტი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. არ მგონია, მუშტის მოღერება, მუდმივი მუქარა დესტაბილიზაციაზე, არეულობაზე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება ხელს უწყობდეს პოლარიზაციის შემცირებას. პოლარიზაციის შემცირებას ხელს უწყობს მუდმივი დიალოგი, როგორი რთული და მწვავეც  უნდა იყოს ის. ეს ყველამ  უნდა გაიგოს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები