გია ცაგარეიშვილი: ძველი დრო არ არის, როცა ადამიანები ციხეებში ელემენტარულ სამედიცინო დახმარებას ნატრულობდნენ – სააკაშვილის უფლება ამ მიმართულებით იქნება გარანტირებული
“ძველი დრო არ არის, როცა ადამიანები ციხეებში ელემენტარულ სამედიცინო დახმარებას ნატრულობდნენ – სააკაშვილის უფლება ამ მიმართულებით იქნება გარანტირებული”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
“ნებისმიერი პატიმრის უფლება ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე იქნება დაცული ამ ქვეყანაში. ეს არ არის ძველი დრო, როცა ადამიანები ნატრულობდნენ ელემენტარულ სამედიცინო დახმარებას ჩვენს ციხეებში. ისე რომ სააკაშვილის და ასევე სხვა პატიმრების უფლებაც ამ მიმართულებით იქნება გარანტირებული“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.