მამუკა მდინარაძე – “ნაცმოძრაობაზე”: ირაკლი კობახიძემ “უსამშობლო” რომ დაარქვა და მოდი იქით შევუტრიალოთ სიტყვა უსამშობლო, თორემ საშინელება დაგვემართაო, ასეთ მდარე პიარს თუ მიმართავენ, ეს საზოგადოებას ვერ მოატყუებს

“ირაკლი კობახიძემ ამ ხალხს ,,უსამშობლო,, რომ დაარქვა და ახლა მოდი, სასწრაფოდ რამდენჯერმე გავიმეოროთ, იქით შევუტრიალოთ სიტყვა უსამშობლო, თორემ საშინელება დაგვემართაო, ასეთ მდარე პიარს თუ მიმართავენ, ეს საზოგადოებას ვერ მოატყუებს, შეცდომაში ვერ შეიყვანს და ფაქტი ფაქტად დარჩება, რომ ისინი საბოტაჟს უცხადებენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ კონკრეტული პუნქტის შესრულებას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის თანმიმდევრულად მუშაობა რეკომენდაციების შესრულების საწინააღმდეგოდ.

„ეს არათანმიმდევრულობა არ არის, ეს არის თანმიმდევრულად მუშაობა რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ, საბოტაჟის გასამართლებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ რამენაირად ეს რეკომენდაციები ვერ შესრულდეს. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება ოდნავ რისკის ქვეშ დადგეს, ეს არის ის პუნქტი, რომელიც შეეხება სახალხო დამცველის არჩევის წესს. ვერ მოითმინეს დღეს „ნაცმოძრაობამ“ და მისმა კლასტერმა, მიუხედავად იმისა, რომ დილით დაადასტურეს, შემდეგ მონაწილეობაზე უარი თქვეს ამ პროცესში. ანუ, ფაქტი, ახლა ვინ როგორ შეაფასებს ეს მეორე საკითხია, მაგრამ პროცესში, რომელიც ამ პუნქტის შესრულებისკენ არის მიმართული ისინი მონაწილეობაზე უარს ამბობენ, ეს არის ფაქტი. როგორ შეფუთავენ ამას მრავალწახნაგოვნებით თუ რაღაც ახალ, ისეთ მდარე პიარულ სვლებს განახორციელებენ როგორც აქამდე, მაგალითად ირაკლი კობახიძემ ამ ხალხს უსამშობლო რომ დაარქვა და ახლა მოდი სასწრაფოდ რამდენჯერმე გავიმეოროთ, იქით შევუტრიალოთ სიტყვა უსამშობლო, თორემ საშინელება დაგვემართაო, ასეთ მდარე პიარს თუ მიმართავენ, ეს საზოგადოებას ვერ მოატყუებს, შეცდომაში ვერ შეიყვანს და ფაქტი ფაქტად დარჩება, რომ ისინი საბოტაჟს უცხადებენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ კონკრეტული პუნქტის შესრულებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები