მამუკა მდინარაძე: ოპოზიციური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საბოტაჟი გამოუცხადონ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს

“ოპოზიციური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საბოტაჟი გამოუცხადონ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს და ახლა ახალი სიტყვა გამოიგონეს – მრავალწახნაგოვნება. ეს იმისთვის, რომ თან აქ მოვიდნენ და თან მათი დესტრუქციული ქმედებები და ე.წ. პროტესტი გამართლდეს ქუჩაში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნდათ იმის წარმოდგენა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ რეკომენდაციები შესრულდება.

„ხედავენ, რომ მმართველი გუნდის მიერ წარმოებული პროცესი იმავე გრაფიკში ზის, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ათეულობით შეხვედრა გაიმართა აგვისტოში, რამაც უზრუნველყო გეგმის ამ ეტაპამდე მოყვანა და დედლაინის შესაბამისად წარმართვა. მათ აშფოთებთ, რომ ყველა რეკომენდაცია დათქმულ ვადაში სრულდება და ეს არ აწყობთ. მათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნდათ იმის წარმოდგენა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ რეკომენდაციები შესრულდება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ისინი აწარმოებენ საბოტაჟს და ამას როგორ შეფუთავენ, ეს არის პიარული საკითხი და აქაც კი სუსტები არიან“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები