ირაკლი ალასანია ბრიტანეთის პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა

  საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებას გამოეხმაურა.
„კარი ღია გვაქვს, სრულად შევიარაღდეთ და საკუთარი შეიარაღებული ძალები მოვიყვანოთ ადეკვატურ მზადყოფნაში“, – განაცახდა ალასანიამ. მინისტრის თქმით, განცხადებები, რომელიც რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მიმართ მხარდასაჭერად კეთდება, ძალიან მნიშვნელოვანია.
“დღეს დგება ის დრო, როდესაც ჩვენ ვართ თანაბარი პარტნიორები. საქართველოს, ბუნებრივია, აქვს სრული უფლება და მოვალეობაც, დაიცვას საკუთარი ქვეყანა. ამისთვის მას სამხედრო შეიარაღება სჭირდება. ეს ნიშნავს იმას, თუ როგორ ამაღლდა ნდობა ქართველებსა და ნატოს ქვეყნებს შორის, თუ როგორ განმტკიცდა პოლიტიკური ნდობა ჩვენს ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, კარი ღია გვაქვს, სრულად შევიარაღდეთ და საკუთარი შეიარაღებული ძალები ადეკვატურ მზადყოფნაში მოვიყვანოთ”, – აღნიშნა ალასანიამ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი ნატოს წევრ ქვეყნებს წერილობით მიმართავს და მოუწოდებს, მეტი პრაქტიკული დახმარება გაუწიონ ალიანსის არაწევრ ქვეყნებს უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ქემერონი ალიანსს სთავაზობს, შეთანხმდნენ თავდაცვის ახალი შესაძლებლობების გაძლიერებაზე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მათ შორის – საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები