“საპენსიო სააგენტოზე “ფეიკს” “ფილოსოფიური” ტექსტით მყისვე გამოეხმაურა რატი არცთუ ისე ამაღლებული და ფეისბუქ პოსტი გამოაცხო” – ზურაბ ქადაგიძე
ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე რატი ამაღლობელის ე.წ. ფეისბუქ სტატუსის სქრინს აქვეყნებს, რომელიც საპენსიო სააგენტოს, მონაცემების განახლების მიზნით, დროებით სერვერის დახურვას ეხმიანება.
მისი თქმით, ეს თემა არ გამოეპარა ნაცმედიას და ატეხეს ისტერია, რომ საპენსიო დანაზოგები გაქრა.
როგორც ქადაგიძე წერს, ამ მარტივ და, ამავე დროს, ანტისახელმწიფოებრივ ფეიკს მყისვე გამოეხმაურა “ფილოსოფიური” ტექსტით რატი არცთუ ისე ამაღლებული და ფეისბუქ პოსტი გამოაცხო”.
„პოეტად წოდებული რატი ამაღლობელი ისე დამდაბლდა, რომ ფსკერი ჩახია და ღრმად ჩაერთო ,,ნაცების,, ფერხულში. საილუსტრაციოდ დახედეთ ფოტოებს. საპენსიო სააგენტომ, მონაცემების განახლების მიზნით, რამდენიმე ხნით დახურა სერვერი. ცხადია, ეს თემა არ გამოეპარა ნაცმედიას და ატეხეს ისტერია, რომ საპენსიო დანაზოგები გაქრა. ამ მარტივ და, ამავე დროს, ანტისახელმწიფოებრივ ფეიკს მყისვე გამოეხმაურა “ფილოსოფიური” ტექსტით რატი არცთუ ისე ამაღლებული და ეს ფეისბუქ პოსტი გამოაცხო. რა გინდა, რომ გააკეთო, ეს პოეტადწოდებული მიიჩნევა დღეს ქართული პოეზიის გურუდ“, – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.