გია აბაშიძე: გერმანელების დაახლოებით 2/3 შოლცით და მისი კოალიციით უკმაყოფილოა

გერმანიის სპეცსამსახურების გაფრთხილება – ოლაფ შოლცი უნდა მოემზადოს „ბრაზიანი შემოდგომისთვის“, რადგან ქვეყანაში ძალადობრივი არეულობები იფეთქებს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე Facebook-ზე წერს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, კვლევითი ინსტიტუტის – INSA-ს ბოლო გამოკითხვის თანახმად, გერმანიის კანცლერის პოპულარობა სულ უფრო კლებულობს და ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა დეკემბერში თანამდებობის დაკავების შემდეგ.
მისივე თქმით, გერმანელების დაახლოებით 2/3 ბატონი შოლცით და მისი კოალიციით უკმაყოფილოა.
„გერმანიის სპეცსამსახურების გაფრთხილება – ოლაფ შოლცი უნდა მოემზადოს „ბრაზიანი შემოდგომისთვის“, რადგან ქვეყანაში ძალადობრივი არეულობები იფეთქებს.
კვლევითი ინსტიტუტის INSA-ს ბოლო გამოკითხვის თანახმად, გერმანიის კანცლერის პოპულარობა სულ უფრო კლებულობს და ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა დეკემბერში თანამდებობის დაკავების შემდეგ. გერმანელების დაახლოებით 2/3 უკმაყოფილოა ბ-ნი შოლცით და მისი კოალიციით.
The Times-ის ცნობით, დაზვერვის წარმომადგენლები შეშფოთებულნი არიან, რომ ექსტრემისტები როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე ფლანგზე შეეცდებიან გაერთიანებას და მობილიზებას სისტემის წინააღმდეგ მასობრივი ამბოხებისთვის, განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაში.
გერმანიის კონტრდაზვერვის წარმომადგენელმა, სტეფან კრამერმა საზოგადოებრივ განწყობებს „ფეთქებადი“ უწოდა.
მრავალი ბიზნესი გაკოტრდა, ველოდებით ცივ და ძვირ ზამთარს, სიღარიბე შეეხო საშუალო კლასსაც, პანდემიის შოკის შემდეგ ხალხი უკიდურესად გაბრაზებულია. როცა საზოგადოება გრძნობს რომ დაუცველია, საჯარო აგრესიის ალბათობა ძალიან მაღალია, – განაცხადა კრამერმა“, – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები