ზურაბ ქადაგიძე – სოსო გოგაშვილს: ეჰ, ჩემო სოსო, ეგრე დაიწყო მიშამაც – ჯერ რევოლუციაო, მერე ტექნიკური მთავრობაო და ბოლოს არ ვარ მე ის კაციო

„სოსო, ეგრე დაიწყო მიშამაც. ჯერ რევოლუციაო, მერე ტექნიკური მთავრობაო და ბოლოს არ ვარ მე ის კაციო. ისე, ხუმრობა იქით იყოს და ეს აბსურდული გზავნილები, შენზე უფრო მეტს მეტყველებს ვიდრე გზავნილის ადრესატებზე“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე სოსო გოგაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებს.
„ვინ აწერინებს ამ კაცს ასეთ ზღაპრებს?…
ოთხჯერ დამირეკა და მეხუთედ აღარო… მერე ადვოკატი შემომიგზავნეს “როდინობის” კვირაში და მერე გააქრესო…
თან ცდილობს რიხი არ დაეკარგოს და ბოლოში მუქარანარევი ტონით ყელყელაობს…
ეეჰ, ჩემო სოსო, ეგრე დაიწყო მიშამაც. ჯერ რევოლუციაო, მერე ტექნიკური მთავრობაო და ბოლოს არ ვარ მე ის კაციო…
ჰოდა, მაგ ყელყელაობას არ ჯობია, შიმშილს, ზეწოლას, ავადმყოფობას და ფაღარათს მიაწვე? ეგრე უფრო მიიქცევ ყურადღებას და თან „ნაცებს“ საკმაოდ კვალიფიციური პროქტოლოგები ჰყავთ, არ დაგაყვედრებენ ერთ-ორ ექსპერტულ დასკვნას…
ისე, ხუმრობა იქით იყოს და ეს აბსურდული გზავნილები, შენზე უფრო მეტს მეტყველებს, ვიდრე გზავნილის ადრესატებზე…
კაცი შევარდენობიდან რადიკალების ჩიტად იქეცი…
არ არის შენი ძლიერი მხარე დრამატურგია, ჯობია ისევ “სეილებს” მიაწვე…“, – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა ციხიდან დღეს მორიგი წერილი გაავრცელა. გოგაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც გომელაურს ტელეფონით “მეოთხედ” ესაუბრა, მინისტრმა მას უთხრა, რომ ბადრაგებს არ ენდობოდა და ამიტომ შემდგომში კომუნიკაცია მათთვის სანდო პირის საშუალებით უნდა მომხდარიყო. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი წერს, რომ გომელაურის სანდო პირი ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი იყო, რომელიც მას ციხეში შეხვდა და მოთხოვნები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები