დატოვებს თუ არა კახა კალაძე კოალიციას – ღარიბაშვილის კომენტარი

  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ირაკლი შიხიაშვილის გუბერნატორად დანიშვნის გამო კახი კალაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. პრემიერი ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს.
“კალაძეზე ჭორები აბსურდულია. რას ნიშნავს კალაძე კოალიციის დატოვებას აპირებს? ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი უხერხულია. კახი ჩვენი გუნდის წევრია, უახლოესი ადამიანია და ამ საიდანღაც მოტანილ ჭორებზე აქცენტებს ნუ გააკეთებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები