გია ცაგარეიშვილი: ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, ამიტომ, დამშვიდდნენ ჩვენი ოპონენტები, ჩრდილს შეაფარონ თავი, გამაგრილებელი სასმელები მიირთვან და დატკბნენ ცხოვრებით
“ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, ამიტომ, დამშვიდდნენ ჩვენი ოპონენტები, ჩრდილს შეაფარონ თავი, გამაგრილებელი სასმელები მიირთვან და დატკბნენ ცხოვრებით, თუ შეუძლიათ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს “ცხელი შემოდგომა” მრავალჯერ აქვს გადატანილი.
„ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, ამიტომ, დამშვიდდნენ ჩვენი ოპონენტები, ჩრდილს შეაფარონ თავი, გამაგრილებელი სასმელები მიირთვან და დატკბნენ ცხოვრებით, თუ შეუძლიათ, თუ არადა, 40-გრადუსიან სიცხეში გამობრძანდნენ რუსთაველზე და გააპროტესტონ. ესეც მათი უფლებაა. ამგვარი „ცხელი შემოდგომა” და უარესიც, ამ ქვეყანას მრავალჯერ აქვს გადატანილი. არ მინდა, ჩემს ქვეყანას ეს ვუსურვო. მშვიდობა მინდა, ვუსურვო ყველას, მათ შორის, ჩემს ოპონენტებსაც”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.