კახა კალაძე: მინდა, უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა და წარმატებები თავისუფლებისთვის ბრძოლაში
თბილისის მერი, კახა კალაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„მთელი გულით ვულოცავ უკრაინელ ხალხს ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს! ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა მარადიულია, ისევე – როგორც მარადიულია ღირებულება, რაც არის ჩვენი სახელმწიფოების ფუნდამენტი – თავისუფლება. მინდა, უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა და წარმატებები თავისუფლებისთვის ბრძოლაში!“, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.