შალვა პაპუაშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინელ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. თქვენი სამაგალითო ბრძოლა თავისუფლებისთვის დამოუკიდებლობის უდიდეს მნიშვნელობას უსვამს ხაზს. უკრაინის ხალხს უწყვეტ ძალასა და სიმამაცეს ვუსურვებთ, რათა დაიცვას თავისი სამშობლო და მშვიდობიანი და წარმატებული მომავალი უზრუნველყოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი “ტვიტერზე”.