შს მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო (ვიდეო)
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა.
მინისტრმა გმირთა მემორიალთან აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან დღეს 6 წელი შესრულდა. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო დაიჭრა 1 747. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.
რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, სულ დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=R022tGz8ca0″ width=”560″ height=”315″]