პრემიერი ამერიკელი სენატორების წერილთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

  საქართველოს პრემიერმინისტრი ამერიკელი სენატორების მიერ გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, ის პირადი წერილი იყო და მისი გასაჯაროება არც უფიქრია.
„ეს არის გარკვეულწილად უფროსი მეგობრების რჩევის მიცემა ჩვენი სახელმწიფოსთვის. მე ავუხსენი, რომ წერილში მოყვანილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ყველას გავაგებინებთ სიმართლეს თუ რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა სენატორებმა საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს 1 აგვისტოს წერილით მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები