დავით მათიკაშვილი: იმისთვის, რომ ნაკლები კითხვა გაჩნდეს, საჭიროა ყველამ, მათ შორის, აშშ-ის საელჩომაც კითხვებზე სრულყოფილი და დროული პასუხები გასცეს

“იმისთვის, რომ ნაკლები კითხვა გაჩნდეს, საჭიროა ყველამ, მათ შორის, აშშ-ის საელჩომაც კითხვებზე სრულყოფილი და დროული პასუხები გასცეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პასუხები ობიექტურობის შესაბამის საფუძვლებს უნდა შეიცავდეს.

“იმისთვის, რომ ნაკლები კითხვა გაჩნდეს, საჭიროა ყველამ, მათ შორის, აშშ-ის საელჩომაც კითხვებზე სრულყოფილი და დროული პასუხები გასცეს. ასევე, ეს პასუხები შეიცავდეს ობიექტურობის შესაბამის საფუძვლებს. როდესაც ხდება კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის „ისფედის“ საქმიანობის შეფასება, არ შეიძლება  ამ შეფასების კონტექსტიდან ამოვგლიჯოთ ის, რაც მათ 2020 წელს ჩაიდინეს და ეს ძალიან კარგად ვიცით ყველამ და ის, რაც მთელმა საზოგადოებამ თავისი თვალით იხილა ცოტა ხნის წინ, პარლამენტის წინ, როდესაც ეს ორგანიზაცია ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების სახლში წასვლას და საკუთარი კანდიდატებით ამ ხელისუფლების ჩანაცვლებას ითხოვდა. ამას როცა დაერქმევა თავისი სახელი, აღარ გაჩნდება კითხვის ნიშნები და ეს მოცემულობა განიმუხტება, რაც დღეს არსებობს ჩვენს საზოგადოებაში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები