უჯარმაში, მდინარე იორში ორ პირს ეძებენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში, მდინარე იორში ორ პირს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულები 16 და 20 წლის ძმები არიან.

ადგილობრივების თქმით, ისინი უჯარმაში სტუმრად იმყოფებოდნენ.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები