დავით მათიკაშვილი: ზურაბ ჯაფარიძემ ხალხის სახელით საუბარს თავი დაანებოს 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ხალხის სახელით საუბარს ჯაფარიძემ მოდი, თავი დაანებოს და თავის სახელით ილაპარაკოს ან „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, თვითონ შეთანხმდნენ ერთმანეთში. ყველა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, არა არჩევნების გზით, არამედ სიტუაციის ადუღებით, გვერდითა დინებებით მოვიდეს ხელისუფლებაში, რაც საქართველოში მათ არასდროს აღარ გამოუვათ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: “თუ დაპირისპირების გზა გადის იმაზე, რომ შენობიდან გამოაგდო ვიღაც, ეს შენობა იმ ხალხისაა, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი და რა პრობლემაა, რომ შევიდნენ და იქიდან წიხლებით გამოყარონ”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები