ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი ქვეყნის კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერმინისტრის პოსტზე ბრძოლაში, ფინანსთა ყოფილ მდივან, რიში სუნაკს მოუგებს.
აღნიშნული Sky News-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ირკვევა.
კვლევის შედეგად, პარტიის წევრთა 66% ხმას ტრასს მისცემს, ხოლო 34% სუნაკს, იმ წევრების გამოკლებით (13%), რომლებსაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
გამოკითხვა 17 აგვისტოს დილით დასრულდა.
რესპონდენტთა 57%-მა თქვა, რომ უკვე მისცა ხმა, ხოლო 38%-ს ჯერ არა, თუმცა ამის გაკეთებას აპირებს.
საერთო ჯამში, გამოკითხულთა 55%-მა თქვა, რომ კონსერვატიული პარტიის დეპუტატები არასწორად მოიქცნენ, როდესაც ბორის ჯონსონს თანამდებობის დატოვება აიძულეს, ამასთანავე, პარტიის წევრთა 40% ამ ნაბიჯს მიესალმება.
ასევე, გამოკითხვიდან ირკვევა, რომ ამჟამად, არჩევნებში ტრასთან და სუნაკთან ერთად ჯონსონიც რომ მონაწილეობდეს, მის სასარგებლოდ ხმას 46% მისცემდა, 24% ტრასს, ხოლო სუნაკს – 23%.