ბიძინა ივანიშვილი: „ჩემი ყველაზე დიდი ქველმოქმედება იყო, როდესაც პოლიტიკაში მოვედი“
სამების ტაძრის აშენებისთვის, ვინც ერთი ლარი დადო ჩემზე გაცილებით მეტი მადლი გაიღო, – ამის შესახებ “მოქალაქის” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “შეხვედრები მწერალთა სახლში” განაცხადა და დასძინა, რომ მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება იყო, როდესაც ის პოლიტიკაში მოვიდა. „როდესაც შესაძლებლობიდან გამომდინარე გასცემ და ჩემი ქველმოქმედება იმ ერთ ლარზე მაღლა დააყენო არასწორია, რა თქმა უნდა. მე მეტი შემეძლო. ჩემი ყველაზე დიდი ქველმოქმედება იყო, როდესაც პოლიტიკაში მოვედი. იქ პირდაპირ სიცოცხლე დავდე. ის კი არა, მერე რა, ამდენი ფული აქვს და კიდევ რაღაც ააშენა. კაცი მოვიდა და შეიძლება იმ დღეს პური ვერ იყიდა, ვერ წავიდა მაღაზიაში, დაიკლო და წავიდა სამების ეკლესიას შესწირა. რა თქმა უნდა, ეს არის მეტი სიქველე. ნიჭიერება კიდევ სხვა რამეა, მაგრამ სიქველეს, რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ექვთიმე თაყაიშვილია არის სიქველი ეტალონი მთელი მსოფლიოსთვის. შეინახა ამ კაცმა საერთო და გაუფრთხილდა. თვითონ ლამის შიმშილობდა. ჩვენ გვყავდა ჭეშმარიტად ძლიერი ბაბუები, ვისი შვილიშვილებიც ჩვენ ვართ. ჩვენ გვქონდა ჭეშმარიტად მარგალიტები, ჩვენი ტრადიციული, რაც დღეს მსიფლიოს დაამშვენებს,“ – ამბობს ბიძინა ივანიშვილი. მისივე თქმით, საქართველო თავისი ტრადიციებით უნდა გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, თუმცა მათი ტექნოლოგიები უნდა გადმოვიღოთ, გავხდეთ ისეთები, როგორებიც ევროპელები არიან. „20 წელი, შეიძლება, არ გვეყოს. ახლა ვეტყვი მე ჩვენ საზოგადოებას, რომ ე ს 20 წელი ძალიან ოპტიმისტურია. ათჯერ ჩამორჩება ჩვენი ეკონომიკა დღეს ევროპულს და ამერიკულს. ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ძალიან ახლოს მივალთ, თუ ძალიან წარმატებულად განვვითარდით, შეიძლებ, მართლაც გაუტოდეთ კიდეც, თუ საოცრებები მოვახდინეთ. ის ძვირფასი კიდევ უფრო ამაღლდება, რაც გვეძვირფასება, რითაც მოვედით, რაც მაჩვენებელია ჩვენი ტრადიციულობის. ჩვენ უნდა ავიღოთ ახალი და გაუფრთხილდეთ ძველს, რაც კარგი და სანუკვარია,“ – აღნიშნავს ივანიშვილი.