„უნდა გავზარდოთ სანქციები რუსეთზე“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის „ბირთვული ტერორიზმი“ განიხილა.

ზელენსკიმ მაკრონს უკრაინის „ხელშესახები თავდაცვითი დახმარებისთვის“ მადლობა გადაუხადა.

ამასთან, პირველმა პირებმა განიხილეს უკრაინის მაკროფინანსური დახმარება და სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევებიც.

„ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები რუსეთზე“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები