გოგა ხაინდრავა: “მდინარესთან მსხდომნი დაგელოდებით, წყლით ჩამორეცხილებს, თქვენი ბოსებიანა!”

ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფისა და ომში ჩართვის მცდელობის კამპანიის ფარგლებში მორიგი განცხადება გავრცელდა; ამჯერად აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ის) დაზვერვის ყოფილი აგენტი ენდრიუ ბუსტამენტე აცხადებს, რომ რუსეთმა დონბასში ისეთივე მარიონეტული რეჟიმი შეიძლება დასვას, “როგორიც საქართველოშია”,- ამ და აქამდე გავრცელებულ საქართველოს შეურაცხმყოფელ და ომში ჩართვის მოსურნეთა განცხადებებს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ასეთ პასუხს სცემს: “გამგები გაიგებს! ვინც ფარისევლობას გააგრძელებს, თითქოს ვერ ხვდება, რომ შეთქმულება ჩვენი სამშობლოს, ჩვენი აწმყოს და მომავლის წინააღმდეგ ძალაშია, ამ ბოროტების მონაწილე და გულშემატკივარია! ჩვენ, ვისაც გვესმის, მდინარესთან მსხდომნი დაგელოდებით, წყლით ჩამორეცხილებს, თქვენი ბოსებიანა!”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები