ზელენსკიმ ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვისკენ მოუწოდა: ევროპა სუპერმარკეტი არ არის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვისკენ მოუწოდა.
„ყველაფერი იმის შემდეგ რაც ოკუპანტებმა უკრაინაში ჩაიდინეს, რუსეთის მიმართ მხოლოდ ერთი განწყობა შეიძლება არსებობდეს – როგორც ტერორისტი სახელმწიფოს მიმართ. ზუსტად ამ შეხედულებით უნდა ჩამოყალიბდეს განწყობა რუსეთის მოქალაქეების მიმართ. მადლობას ვუხდი ჩეხეთს, ბალტიის ქვეყნებს და სხვა სახელმწიფოებს, რომლებმაც საჯარო დისკუსიაზე გამოიტანეს ევროპაში სავიზო საკითხი ტერორისტი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის…
პირველ რიგში უნდა არსებობდეს გარანტია, რომ რუსი მკვლელები არ ისარგებლებენ „შენგენით“… მეორესმხრივ არ უნდა იქნეს დარღვეული ევროპის იდეა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებები. არ შეიძლება ევროპის სუპერმარკეტად გადაქცევა, სადაც არ აქვს მნიშვნელობა ვინ შევა, მთავარია ფული გადაიხადოს საქონლისთვის. ამიტომ სავიზო შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისთვის სამართლიანია. ევროპული ღირებულებების ყველა დამცველმა დაჟინებით უნდა მოითხოვოს ისინი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთში არსებობენ მოქალაქეები, რომლებიც მართლაც საჭიროებენ დაცვას საზღვარგარეთ, ვინაიდან მათზე რუსეთში დევნაა გამოცხადებული.
„მათ უნდა მიიღონ ცივილიზებული სამყაროს დახმარება. ეს ცნობილი იურიდიული მექანიზმია – ლტოლვილობა, თავშესაფრის თხოვნა. მაგრამ ეს მათთვის ვინ იბრძვის და ვისაც დევნიან. ეს არ უნდა ეხებოდეს რუსეთის მოქალაქეების დასვენებას ევროპაში, ტურიზმს, გართობას, ბიზნეს-საქმეებს. ტერორისტ სახელმწიფოზე მუშაობა არ შეიძლება“ , – აღნიშნა ზელენსკიმ.