სენატორი მარკო რუბიო: არჩევნებამდე თითქმის 3 თვით ადრე FBI-ს ქმედებები უფრო უთხრის ძირს საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესისა და კანონის უზენაესობის მიმართ, ვიდრე რუსეთი ან სხვა მოწინააღმდეგე

WASHINGTON, DC - MARCH 22: Sen. Marco Rubio (R-FL) talks about bipartisan legislation to create "red flag" gun law during a news conference at the U.S. Capitol March 22, 2018 in Washington, DC. The law would make it possible for a judge to place a restraining order on a person's gun ownership if there is evidence that he or she has become a danger to themselves or others. (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მარკო რუბიომ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორს, კრისტოფერ რეის წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნა, რომ როდესაც საქმე ეხება საზოგადოების ნდობის შელახვას, ფედერალური სამართალდამცავი ორგანოს ქმედებები გაცილებით უარესი შეიძლება იყოს, ვიდრე ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის ქმედებები.

„კონგრესში არჩევნებამდე თითქმის სამი თვით ადრე გამოძიების ფედერალური ბიუროს ქმედებები უფრო უთხრის ძირს საზოგადოების ნდობას ჩვენი სამთავრობო ინსტიტუტების, საარჩევნო პროცესისა და კანონის უზენაესობის მიმართ, ვიდრე რუსეთი ან სხვა მოწინააღმდეგე“, – ნათქვამია სენატორის წერილში.

ამასთან, მარკო რუბიოს განცხადებით, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული რეიდი განხეთქილებას თესავს.

„ეს ფასეულობები წარმოადგენს იმ ბირთვს, რომელსაც აშშ იცავს და რისი დაცვაც გამოძიების ფედერალურ ბიუროს ევალება. მიუხედავად ამისა, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული რეიდი განხეთქილებას თესავს. ყველა ამერიკელი იმსახურებს უფლებას იცოდეს, რატომ მოაწყო გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რეიდი პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციაში“, – აღნიშნა სენატორმა.

ცნობისთვის, 9 აგვისტოს, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები