კიმ ჩენ ინმა საზეიმოდ გამოაცხადა, რომ “ქვეყანამ კორონავირუსთან ბრძოლაში გაიმარჯვა”

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ “ქვეყანამ კორონავირუსთან ბრძოლაში გაიმარჯვა“, და შესაბამისად, მაისში დაწესებული ანტიეპიდემიური ზომები გააუქმა.

ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA იტყობინება.

ქვეყანაში ეპიდემიასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე გამართულ სხდომაზე, კიმ ჩენ ინმა „საგანგებო ანტიეპიდემიურ კამპანიაში გამარჯვება საზეიმოდ გამოაცხადა“, მოუწოდა ერს სიფხიზლისკენ და სასაზღვრო რაიონებში კონტროლის ზომების გამოყენებისკენ, მსოფლიოში “მაიმუნის ყვავილის” და კორონავირუსის სხვა ვარიანტების გავრცელების ფონზე.

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების პირველ შემთხვევაზე 12 მაისს განაცხადეს, თუმცა მას “ცხელებას” უწოდებდნენ.

სახელმწიფო მედიის ცნობით, აპრილის ბოლოდან „ცხელების“ შემთხვევების საერთო რაოდენობამ 4,8 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, 74 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები