რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში მდებარე სტარი სალტოვი დაბომბეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის პოლიცია „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოკუპანტების იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

„10 აგვისტოს მტერმა კიდევ ერთხელ დაბომბა სოფელი სტარი სალტოვი. სიცოცხლესთან შეუთავსებლად დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე და ადგილზე გარდაიცვალა“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ხარკოვის ოლქის პოლიციაში აცხადებენ, ოკუპანტებმა დაბომბვა კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები