„უკრაინის ტერიტორიაზე უკანასკნელ რუსამდე ვიომებთ“ – პოდოლიაკი

რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა BBC News Україна-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, პოდოლიაკი არ დაეთანხმა რუსულ ნარატივს, რომ უკრაინა „ბოლო უკრაინელამდე იბრძოლებს“.

„ვფიქრობ, უკრაინის ტერიტორიაზე უკანასკნელ რუსამდე ვიომებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა ზელენსკი, თუ ასეთი არჩევანი შექმნილი ვითარებით იქნება ნაკარნახევი, პასუხისმგებლობა აიღოს ომის დასრულებაზე არა უკრაინის პირობებით, პოდოლიაკმა უპასუხა, რომ „ასეთი არჩევანი ნამდვილად არ დადგება“.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მართავს რუსეთს ომის დასრულების მომენტში.

„რუსეთის პოლიტიკური ელიტა ოდნავ არაადეკვატურ პროპაგანდისტულ მდგომარეობაშია და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მათგანი იქნება მემკვიდრე“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, როგორც კი რუსეთი ბრძოლის ველზე არაერთ მნიშვნელოვან ტაქტიკურ მარცხს განიცდის, რუსეთში „კონფლიქტური შიდა ელიტური პროცესები“ დაიწყება, რამაც შეიძლება ძალაუფლების განსხვავებული კონფიგურაცია გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები