კულება ევროკავშირის და G7-ის ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებზე ვიზები არ გასცენ
უკრაინის საგარეო საქმეთ მინისტრი, დმიტრო კულება G7-ის ქვეყნებს (აშშ, იაპონია, გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, კანადა) მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებზე ვიზები არ გასცენ.
ამის შესახებ მან ტვიტერში დაწერა.
“G7-ის და ევროკავშირის ქვეყნებს მოვუწოდებ, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა. პრეზიდენტი ზელენსკი აბსოლუტურად მართალია, როდესაც ამას ითხოვს. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ არ ისწავლიან მათ პატივისცემას”,- დაწერა უკრაინის პირველმა დიპლომატმა.