G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები მოითხოვენ, რომ რუსეთმა, უკრაინას​, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი დაუბრუნოს

G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ რუსეთს დაუყოვნებლივ დააბრუნოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის სრულ კონტროლზე.

ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ამ კონტექსტში, ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი მის კანონიერ მფლობელს – უკრაინას, ისევე როგორც უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არსებულ ყველა ბირთვულ ობიექტზე, მათი უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციის მიზნით. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე უკრაინელ პერსონალს უნდა შეეძლოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება მუქარისა და ზეწოლის გარეშე. რუსეთის მიერ ქარხნის მუდმივი კონტროლი, რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს”,- ნათქვამია განცხადებაში.

G7-ის პირველი დიპლომატები მიესალმებიან და მხარს უჭერენ IAEA-ს გენერალური დირექტორის ძალისხმევას უკრაინაში ბირთვული და ფიზიკური უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით და მადლობას უხდიან გენერალურ დირექტორს და IAEA-ს თანამშრომლებს ამ საქმისადმი მტკიცე ერთგულებისთვის.

“IAEA-ს თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო და შეუფერხებელი წვდომა უკრაინის ყველა ბირთვულ ობიექტზე, ისევე როგორც უშუალოდ და შეუფერხებლად ურთიერთქმედება უკრაინელ პერსონალთან, რომელიც პასუხისმგებელია ამ ობიექტების მუშაობაზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები