1-ელი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით 15 103 ორსული დაინფიცირდა
COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1 ივლისამდე პერიოდში საქართველოში კორონავირუსით 15 103 ორსული დაინფიცირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
მონაცემების თანახმად, ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 30–34 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდიოდა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით, ორსულების ინფიცირების შემთხვევების წილი მაღალია რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში.