1-ელი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა

2022 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული.

„კოვიდ-19“-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59 პროცენტს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, მათ შორის 59 პროცენტს აღენიშნებოდა კარდიოვასკულური დაავადებები და ჰიპერტენზია, დიაბეტი – 25.6 პროცენტს, ხოლო ონკოლოგიური დაავადება – 5.7 პროცენტს. შემთხვევათა 82 პროცენტში დაავადება გართულებული იყო პნევმონიით”,- აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, გარდაცვლილთა 79 პროცენტს აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა. რესპირაციული დისტრეს სინდრომი აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 29.1 პროცენტს, ხოლო 21.7 პროცენტში განვითარდა გულის უკმარისობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები