ლენტეხში, ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია

დასრულებულია პირველი ფაზის სამუშაოები ლენტეხში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული ,,განახლებული რეგიონების“ პროგრამა. ქვემო სვანეთში, ლენტეხის ცენტრალური არეალი ყველა თავისი კომპონენტით უპასუხებს განახლებას, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ქვემო სვანეთში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

„სამუშაოები მოიცავს მოედანს, სხვადასხვა შენობა-ნაგებობას. მიმდინარეობს კულტურის ცენტრის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართულებით გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, კეთდება სააქტო დარბაზი, გრძელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტების მოწესრიგება, მათ შორის სანიაღვრეების და რეკრეაციული სივრცეების. აღნიშნული პროცესი უკვე მეორე ფაზის სამუშაოების ფარგლებში გრძელდება, რომელიც ასევე შემოდგომაზე დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

პროგრამით ,,განახლებული რეგიონები“ ლენტეხის ცენტრალური ორი ქუჩის განახლების სამუშაოები დაფინანსდა. სამუშაოები მოიცავს 11 შენობის და პარკის რეაბილიტაციას, რომელიც ღირებულება 1.5 მილიონ ლარზე მეტია. ამასთან, პროგრამიდან გაცემული დაფინანსებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტი თავად აწარმოებს კულტურის სახლის რეკონსტრუქციის პროექტს, რომლის ღირებულება 2.1 მილიონ ლარზე მეტია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის დახმარებით, საპილოტე რეგიონების პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ტურისტულ და რეკრეაციულ სივრცესაც აწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები