ჯიმ რიში: რუსეთის საქართველოში შეჭრის 14 წელი შესრულდა, სუვერენიტეტის ამ დარღვევამ და მსოფლიოს სუსტმა პასუხმა მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში აგვისტოს ომიდან 14 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც სენატორი აღნიშნავს, 14 წლის წინ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევამ და მსოფლიოს სუსტმა პასუხმა პუტინს დაუსჯელობის განცდა გაუჩინა.

„გუშინ რუსეთის საქართველოში შეჭრის 14 წელი შესრულდა. სუვერენიტეტის ამ დარღვევამ და მსოფლიოს სუსტმა პასუხმა მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო, რამაც მას საშუალება მისცა უკრაინაში ორჯერ შეჭრილიყო, სირიაში ასადის დახმარებოდა, ვაგნერის დაქირავებული ჯგუფი განვითარებინა და აეღო დე-ფაქტო კონტოლი ბელარუსზე“, – წერს ჯიმ რიში Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები