შალვა რამიშვილი – გახარიას: შე მელიას ჩმორო, სააკაშვილისაც კი არა, რა ერთობა აჩვენა მიშას მოძალადე მთავრობამ 2008 წელს?

შე მელიას ჩმორო, სააკაშვილისაც კი არა, რა ერთობა აჩვენა მიშას მოძალადე მთავრობამ 2008 წელს, ჯერ ერთი, რუსების პროვოკაციას წამოეგო და ქვეყანა დამღუპველ ომში ჩაითრია, საბრძოლო მოქმედებებს პარტიის ვაილიდერები რომ ვითომ მეთაურობდნენ, ესეც კარგად გვახსოვს, მოსახლეობა რომ მიატოვეს კონფლიქტის ზონაში, ესეც ფაქტია, წითელ ხიდზე ნაცმოძრაობის ჩინოვნიკების რიგები რომ იდგა, არ დაგვვიწყებია. ბრძოლის ველზე  დაცემული გმირების ცხედრები ჯერ გაციებულიც არ იყო, სააკაშვილის ოჯახი რომ სახელმწიფო ქონებებს იფორმებდა და ბოლოს, გახარიავ, შენი დღევანდელი ხელმძღვანელის, რუსული თვითმფრინავის ხმაზე დამფრთხალი სააკაშვილის სამარცხვინო ფორთხვაც ნახა მსოფლიომ, – ასე ეხმიანება POSTV-ის წამყვანი შალვა რამიშვილი ვიდეობლოგში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას.

რამიშვილის თქმით, გახარიას, კლასიკურ და კლინიკურ მოღალატეს, როგორც ჩანს ღალატი ერთიანობად ეჩვენება, ამიტომაც არის ახლა ფსკერს დაბლა, მისნაირების, ანუ, ნაცების გარემოცვაში.

„რატომ მოგაცდინეთ ამ აგვისტოს პაპანაქებაში, ერთი კაცის, უფრო სწორად კაცმაცურის გამო. გახარიას ვგულისხმობ, ნაპრემიერმინისტრალს. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წუთები იყო მაშინ, როდესაც ამ მოღალატეს ვუყურებდი, როცა ლუღლუღებდა, მელიას ვერ დავიჭერ, მეშინიაო. ამის შემდეგ დღე არ გავიდოდა, გახარიას მორიგი ნაბიჯი არ გადაედგა მორალური და ადამიანური ფსკერისკენ. ამ ფსკერს ხომ იცით რა ჰქვია – მიშა სააკაშვილი და ზოგადად მიშიზმი. დღესაც ერთი კარგი ნახტომი გააკეთა, ამ ფსკერის მიმართულებით. ინტერნეტში მის განცხადებას წავაწყდი, ნახეთ რას ამბობს – ერთობა, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ 2008 წელს ერთ მუშტად შეკრულებმა მტრის წინაშე ჩვენი ღირსების, თავისუფლების და მიწის დასაცავად.

შე მელიას ჩმორო, სააკაშვილისაც კი არა, რა ერთობა აჩვენა მიშას მოძალადე მთავრობამ 2008 წელს, ჯერ ერთი, რუსების პროვოკაციას წამოეგო და ქვეყანა დამღუპველ ომში ჩაითრია, საბრძოლო მოქმედებებს პარტიის ვაილიდერები რომ ვითომ მეთაურობდნენ, ესეც კარგად გვახსოვს, მოსახლეობა რომ მიატოვეს კონფლიქტის ზონაში, ესეც ფაქტია, წითელ ხიდზე ნაცმოძრაობის ჩინოვნიკების რიგები რომ იდგა, არ დაგვვიწყებია. ბრძოლის ველზე  დაცემული გმირების ცხედრები ჯერ გაციებულიც  არ იყო, სააკაშვილის ოჯახი რომ სახელმწიფო ქონებებს იფორმებდა და ბოლოს, გახარიავ, შენი დღევანდელი ხელმძღვანელის, რუსული თვითმფრინავის ხმაზე დამფრთხალი სააკაშვილის სამარცხვინო ფორთხვაც ნახა მსოფლიომ. ეს იყო ერთიანობა? ეს იყო ღალატი, მაგრამ შენ, კლასიკურ და კლინიკურ მოღალატეს, როგორც ჩანს ღალატი ერთიანობად გეჩვენება, ამიტომაც ხარ გახარია ახლა სადაც ხარ, ფსკერს დაბლა, შენნაირების, ანუ, ნაცების გარემოცვაში“, – ამბობს შალვა რამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები