დავით ქართველიშვილი: რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში პირველად, აგრესორთან ომის დაწყებაში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებ და ამ მოღალატეობრივი ფაქტის ალოგიკურ გადაფარვას კვლავ თარიღების პაექრობით ცდილობენ

საკუთარი უგუნური ღალატით და დანაშაულით, რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში პირველად, ოკუპანტ და აგრესორთან ომის დაწყებაში საკუთარ ქვეყანას რომ დაადანაშაულებ და ამ უტყუარი მოღალატეობრივი ფაქტის იდიოტურ ალოგიკურ გადაფარვას რომ შეეცდები კვლავ, თარიღების მორიგი პაექრობით: 7 თუ 8- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი, რითაც პრემიერ-მინისტრის დღევანდელს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, ომის დაწყების თარიღზე საუბარი უხერხულია, მით უფრო, რომ მუხათგვერდის სასაფლაოზე 8 აგვისტოს მიდიოდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

მისი თქმით, რუსეთზე გამარჯვების შესაძლებლობა მასთან ომის თავიდან აცილებაა, რითაც არის დაკავებული ბოლო 10 წელიწადი მოქმედი ხელისუფლება, განსხვავებით სააკაშვილის პროვოკაციული და დანაშაულებრივი რეჟიმისგან.

„აგონია. სრული აგონია იყო დღევანდელი “ჟჟჟურნალისტების” შეტევა პრემიერ-მინისტრზე და მოღალატეების გუშინდელი ნიანგის ცრემლები დაღუპული გმირების საფლავებთან. მერამდენედ რომ გამოიჭერ საკუთარ თავს – თუ რამდენად კარგად იცნობ ამ სრულიად გაყალბებულ, ნამუსგამოცლილ და სულგამორეცხილ მოდგმას. პაპა/ბაბუა/ბებიაც ჰყავდა ყველას და მთელი შეგნებული ცხოვრება 9 მაისის ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმშიც იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ თანდათანობით ნეო-ფაშისტებად რომ ჩამოყალიბდები, საკუთარი წინაპრების თარიღებთან იწყებს ომს: 8 თუ 9… არც უფალი რომ არ გრწამს და არც უფლის სახლის – ეკლესიის, მაგრამ ყოველ წელიწადს კიდევ ორ თარიღს რომ უპირისპირებ ერთმანეთს – 25 დეკემბერს და 7 იანვარს, თითქოს და იმის ნიშნად, 25 დეკემბერს რომ ყოფილიყო შობა, მარხვასაც დაიცავდნენ და ტაძრებსაც გაავსებდბენ ნაცები.

საკუთარი უგუნური ღალატით და დანაშაულით, რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში პირველად, ოკუპანტ და აგრესორთან ომის დაწყებაში საკუთარ ქვეყანას რომ დაადანაშაულებ და ამ უტყუარი მოღალატეობრივი ფაქტის იდიოტურ ალოგიკურ გადაფარვას რომ შეეცდები კვლავ, თარიღების მორიგი პაექრობით: 7 თუ 8… ადამიანური რესურსებით, საქართველოს მასშტაბის ქვეყნებისთვის, რუსეთზე გამარჯვების ყველაზე ნაღდი შესაძლებლობა – მასთან ომის თავიდან აცილებაა, რითაც არის კიდევ დაკავებული ბოლო 10 წელიწადი მოქმედი ხელისუფლება, განსხვავებით სააკაშვილის პროვოკაციული და დანაშაულებრივი რეჟიმისაგან. ხოლო ამ რეჟიმის მიერ დაშვებული შეცდომების საბოლოო გამოსწორება – უკვე ღვთაებრივი პრეროგატივაა და უფლის შეწევნით, და სამშვიდობო კურსით – ესეც აუცილებლად მოხდება!!!“- წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები