შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რამხელა რისკები არის საქართველოსთან დაკავშირებით რუსული აგრესიის მხრივ 

“14 წელი გავიდა 2008 წლის ომიდან, ეს წლები არის ერთის მხრივ ის წლები, როდესაც ჩვენი სახელმწიფო, დაღუპულების ოჯახები ყოველდღიურად ვფიქრობდით იმ მსხვერპლზე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა და სამოქალაქო პირებმა გაიღეს ამ ომის დროს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რამხელა რისკები არის საქართველოსთან დაკავშირებით რუსული აგრესიის მხრივ.

“400-ზე მეტი დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირი, 2000-ზე მეტი დაჭრილი სამხედრო და სამოქალაქო პირი. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, მათ შორის რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს, ჩვენ ვნახეთ, სამწუხაროდ იმის გამო, რომ შესაძლოა სათანადო რეაგირება თავის დროზე 2008 წელს არ ჰქონდა საერთაშორისო საზოგადოებას, თუ რა მოჰყვა 2014 წელს უკრაინაში, ვნახეთ, თუ როგორ გაგრძელდა 2022 წელს უკრაინაში. ეს არის ერთი მთლიანი აგრესიის ნაწილი და მნიშვნელოვანია სწორედ ამ  გადმოსახედიდან ჩვენ ვიცოდეთ, თუ რამხელა რისკები არის საქართველოსთან დაკავშირებით რუსული აგრესიის მხრივ და სწორედ ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედოს ჩვენმა სახელმწიფომ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები