კანადის საელჩო: კანადა მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
„რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება”,- ამის შესახებ თურქეთში კანადის საელჩო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
“კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენი ქვეყნები სიამაყით იზიარებენ თანამშრომლობისა და საერთაშორისო მშვიდობისადმი ერთგულებას. მოხარულები ვართ, რომ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობებისა და მეგობრული კავშირების 30 წლისთავს“, – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.