შარლ მიშელმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას ყარაბაღში განვითარებული მოვლენები განიხილა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც მიშელი სოციალურ ქსელში წერს, მან ორი ქვეყნის ლიდერთან საუბრისას ყარაბაღში განვითარებული ბოლო მოვლენები განიხილა.

„რეგიონში ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, ცალკე-ცალკე სატელეფონო ზარები მქონდა პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან“, – წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, მხარეები დეესკალაციისა და ღია კავშირების უზრუნველსაყოფად ერთობლივად მუშაობენ.

„ბრიუსელში ჩვენი მომავალი შეხვედრის წინ, მთავარია დიალოგი და კონკრეტული პროგრესის მიღწევა დღის წესრიგის ყველა საკითხზე“, – აღნიშნა მიშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები