ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, ისრაელის არმიამ „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის მეთაური გაანადგურა

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში, პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის მეთაური, ტაისირ ჯაბარი გაანადგურა.

როგორც ისრაელის სამხედროები აცხადებენ, მათ სახელწოდებით ოპერაცია „Breaking Dawn“ ჩაატარეს, რომლის სამიზნეც „ისლამური ჯიჰადი“ იყო.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დააკავეს, რის შემდეგაც, ღაზაში ბაზირებული ტერორისტული დაჯგუფება ისრაელს დაბომბვით ემუქრებოდა.

საჰაერო დარტყმების შედეგად, ამ დროისთვის მოკლულია 15 ტერორისტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები