“სოჭის შეხვედრა რეგიონში თურქეთისა და რუსეთის როლს აჩვენებს” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიპ ერდოღანმა სოჭში რუს კოლეგასთან მოლაპარაკების დაწყებამდე თქვა, რომ მიმდინარე შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ კონტექსტში, თუ რა როლს ასრულებენ რუსეთი და თურქეთი რეგიონში.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ სოჭში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებში ახალი გვერდი გაიხსნება.

„აქ მივაკუთვნებ ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს, შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტის საკითხებს, ტურიზმს, რეგიონულ საკითხებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

თურქეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა ანკარასა და მოსკოვს შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სირიის საკითხს, რაც დადებითად აისახება რეგიონში არსებულ ვითარებაზე“, – ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო თურქეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის პროექტის – “აკუიუ”-ს პროექტის თემას.

„ვიმედოვნებ, რომ, დღევანდელი მოლაპარაკების შედეგად, საკითხის გარკვეულ წერტილამდე მიყვანა იქნება შესაძლებელი, იქნება შეფასება, გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუშლის პროცესის გაჭიანურებას“, – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები