ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა

რუსეთში ლატვიის საელჩო რუსებისთვის ვიზების გაცემას განუსაზღვრელი ვადით წყვეტს, გამონაკლისია ახლო ნათესავების დაკრძალვაზე შესვლის შემთხვევები.

„რუსეთში ლატვიის საელჩომ, განუსაზღვრელი ვადით, რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების მიღება შეაჩერა, გარდა ახლო ნათესავის დაკრძალვაში მონაწილეობისა“, – ნათქვამია დიპლომატიური მისიის Twitter-ის გვერდზე.

მანამდე, ესტონეთმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ბინადრობის მოწმობებისა და სასწავლო ვიზების გაცემა შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები