პელოსის შემდეგ, ტაივანს გერმანელი დეპუტატები ეწვევიან

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატების დელეგაცია ტაივანში ჩასვლას ოქტომბრის ბოლოს გეგმავს.

როგორც გერმანელმა კანონმდებლებმა აღნიშნეს, ვიზიტი არ არის კუნძულზე ნენსი პელოსის ჩასვლაზე რეაქციის საპასუხო, რადგან მისი მომზადება დიდი ხნის წინ დაიწყო.

ამის შესახებ Tagesschau იუწყება.

მოსალოდნელია, რომ დეპუტატები 22-30 ოქტომბერს არა მხოლოდ ტაივანს, არამედ იაპონიას და ჰონგკონგსაც ეწვევიან.

დელეგაციის შემადგენლობაში შესაძლოა, ექვსივე საპარლამენტო ჯგუფი შევიდეს, ჯამურად – 8-კაციანი შემადგენლობა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები