ჩინეთი ნენსი პელოსის და მის უახლოეს ნათესავებს სანქციებს უწესებს

ჩინეთი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის და მის უახლოეს ნათესავებს სანქციებს დაუწესებს.

ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა ნათქვამი.

​„პელოსის პროვოკაციულ ქმედებასთან დაკავშირებით, ჩინურმა მხარემ გადაწყვიტა, ჩინეთის შესაბამისი კანონების შესაბამისად, გამოიყენოს სანქციათა ზომები პელოსის და მისი ოჯახის წევრების მიმართ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პეკინი პელოსის წინააღმდეგ სანქციებს ტაივანში ვიზიტის გამო უწესებს, რასაც ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები