თეთრ სახლთან პარკში, სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად, 4 ადამიანია მძიმე მდგომარეობაში (ფოტო, ვიდეო)

ვაშინგტონის პარკში, სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად, 4 ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ამის შესახებ ABC სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურებზე დაყრდნობით იტყობინება.

თეთრ სახლთან ახლოს მდებარე ლაფაიეტ პარკში 4 ადამიანია ნაპოვნი “ხესთან ახლოს”, ორი მამაკაცი და ორი ქალი საავადმყოფოში “სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით” გადაიყვანეს.

ოფიციალური პირების თქმით, გაურკვეველია – რას აკეთებდნენ დაშავებულები მეხის დაცემამდე, იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს ან რატომ აღმოჩნდნენ პარკში.

მსხვერპლთა ვინაობის დადასტურება შეუძლებელია, სანამ გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები