“კავკასიის ლამაზმანი” – ჟურნალი Biograph-ი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

ჟურნალი Biograph-ი ცნობილი ბულგარელი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, მარტინა განჩევას სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით – „კავკასიის ლამაზმანი”.

მარტინა განჩევა მკითხველს საქართველოში მოგზაურობისას მიღებულ გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებს უზიარებს.

სტატიაში ის საუბრობს ქართველების სტუმართმოყვარეობაზე, ქვეყნის უნიკალურ ისტორიაზე, ტრადიციებზე, განსხვავებულ ფოლკლორსა და ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებაზე.

Biograph-ის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი საქართველოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ივნისის თვეში ეწვია.

ტურის ფარგლებში, ბულგარეთის მედიის წარმომადგენლებისთვის კულინარიული მასტერკლასი გაიმართა, სადაც ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ქართული კერძების მომზადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები