ჯო ბაიდენი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ბრიტნი გრინერი

President Joe Biden speaks about the May jobs report, Friday, June 3, 2022, in Rehoboth Beach, Del. (AP Photo/Patrick Semansky)

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს კალათბურთის ვარსკვლავი ბრიტნი გრინერი.

ბაიდენი ცნობილი კალათბურთელისთვის გამოტანილ 9-წლიან განაჩენს გმობს და რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას „მიუღებელს“ უწოდებს.

„დღეს ამერიკის მოქალაქე ბრიტნი გრინერს პატიმრობა მიუსაჯეს, რაც კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რაც მსოფლიომ უკვე იცოდა: რუსეთმა არაკანონიერად დააკავა ბრიტნი. ეს მიუღებელია და მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი“, – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს ძალისხმევას, რათა ბრიტნი გრინერი და პოლ უილანი, რუსეთში დაკავებული კიდევ ერთი ამერიკელი, შეერთებულ შტატებში რაც შეიძლება მალე დააბრუნონ.

ცნობისთვის, რუსულმა სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ბრიტნი გრინერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გრინერი თებერვლის შუა რიცხვებში, რუსეთში ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში მოთავსებული კანაფის გამო დააკავეს და ნარკოტიკული ნივთიერების განზრახ შემოტანაში დაადანაშაულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები