იაპონიაში განაცხადეს, რომ ჩინეთის 5 ბალისტიკური რაკეტა მათ წყლებში ჩავარდა
იაპონიის მთავრობაში დღეს განაცხადეს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ ზონაში, პირველად, ჩინეთის სამხედროების მიერ გაშვებული ხუთი ბალისტიკური რაკეტა ჩავარდა. პეკინმა დღეს სამხედრო წვრთნები დაიწყო.
ამის შესახებ იაპონური სააგენტო – Kyodo წერს.
იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, ნობუო კიშიმ განაცხადა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთის ბალისტიკური რაკეტა იაპონიის წყლებში ჩავარდა.
„ეს სერიოზული პრობლემაა, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ხალხის უსაფრთხოებას“, – განაცხადა მან.
იაპონიის მთავრობამ ჩინეთის მთავრობას პროტესტის ნოტა გაუგზავნა.
ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო წვრთნებს დაწყების შესახებ გამოაცხადა.