“მთიან ყარაბაღში სომხეთის სამხედროები არ იმყოფებიან” – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები არ იმყოფებიან. მისი თქმით, ამ საკითხით ბაქო ხშირად სპეკულირებს.

ამის შესახებ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე თქვა.

მისი თქმით, ბაქო მუდმივად საუბრობს “ყარაბაღის თავდაცვის არმიაზე” და უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ ისინი შეხების ხაზის გასწვრივ არიან განლაგებულნი.

ფაშინიანი ამბობს, რომ “თუ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი და აზერბაიჯანის უზრუნველყოფს შეხების ხაზზე ხელშეუხებლობას, მაშინ ყარაბაღის თავდაცვის არმიას არ დასჭირდება სამხედრო მორიგეობის ორგანიზება”.

„ასეთი საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბაქომ უარი თქვა სამშვიდობოების მანდატის ხელმოწერაზე და პერიოდულად არღვევს 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების პუნქტებს, მათ შორის, ყველა საომარი მოქმედების შეწყვეტას, რაც ამ დოკუმენტის არსია“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

როგორც სომხეთის პრემიერი ამბობს, ბაქო მუდმივად სპეკულირებს მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების სავარაუდო ყოფნის თემაზე.

„ოფიციალურად უნდა განვაცხადო, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეები არ იმყოფებიან“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები