ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორი, რაფაელ გროსი აცხადებს, რომ უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არსებული ვითარება სრულიად უკონტროლოა.
მისი თქმით, ქარხანაში ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი დარღვეულია და სიტუაცია დღითიდღე უფრო საშიში ხდება.
„ის, რაც სასწორზე დევს, ძალიან სერიოზული და საშიშია. ქარხანაში უსაფრთხოების მრავალი დარღვევაა. გარდა ამისა, ის მდებარეობს რაიონში, სადაც ომი აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.
შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეში ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რომელიც რუსულმა ძალებმა მარტის დასაწყისში დაიკავეს.