უკრაინის მთავრობამ მარცვლეულის წლევანდელი მოსავლის პროგნოზი 65 მილიონ ტონამდე გაზარდა

უკრაინის მთავრობამ მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების წლევანდელი მოსავლის პროგნოზი გაზარდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის თავმჯდომარეობით გამართულ შეხვედრაზე აცხადებენ, რომ წლევანდელი მოსავალი, სავარაუდოდ, უფრო დიდი იქნება, ვიდრე თავდაპირველად აცხადებდნენ და 65-დან 67 მილიონ ტონამდე მიაღწევს.

„მიუხედავად ყველა უსიამოვნებისა, რთველი გრძელდება. აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს ინფორმაციით, რთველის პერიოდში მოსავლის აღება 3,5 მლნ ჰექტარზე განხორციელდა და ფაქტობრივად, 12 მილიონი ტონა მარცვლეულის ახალი მოსავალი შეგროვდა“, – აღნიშნა შმიგალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები